პროექტის დაცვა

                   

                                                        პრეზენტაცია   სტუმრებისთვის 






                                                             რეფლექსია
   2017-2018 სასწავლო წელს  მონაწილეობა მივიღეთ  ქსელურ პროექტში „გამოცანები მშობლიურ  ქალაქზე, სოფელზე, კუთხეზე“, რომლის მიზანი იყო ცოდნის გაღრმავება საკუთარი კუთხის ისტორია-წარმომავლობაზე, გაეცნონ  გამოცანის ისეთ სახეებს, როგორიცაა შარადა, ანაგრამა, რებუსი, კროსვორდი, ვიქტორინა... პროექტის ინიციატორი გახლდათ სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის  აღმსრულებელი დირექტორი  ქალბატონი-რუსუდან გონაშვილი.
    პროექტის ფარგლებში ჩემ მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე  სხვადასხვა აქტივობა. გავეცანით გამოცანის სახეებს, ვისაუბრეთ თითოეულ სახეზე. ბავშვებმა შექმნეს კროსვორდები კუთხეების მიხედვით და რებუსები ელექტრონულად. პროექტში დიდი მონდომებით ჩაერთნენ მოსწავლეთა მშობლებიც, რადგან პროექტი ითვალისწინებდა მათ ჩართულობასაც. მშობლები ეხმარებოდნენ მოსწავლეებს საკუთარ  კუთხეებზე მასალის მოძიებაში,  რომლის დახარისხების შემდეგ ჯგუფებში შექმნეს  საინტერესო  კროსვორდები.
    პროექტის მონაწილეებმა პროექტის მუშაობის დროს განივითარეს შემდეგი უნარები:
არამხატვრული ინფორმაციის კვლევა და დამუშავება, ურთიერთთანამშრომლობა,
საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია, სახელოვნებო და შემოქმედებითი უნარები. რაც
მთავარია გაიღრმავეს ცოდნა თავისი კუთხის წარმომავლობაზე.
   პროექტის ბოლოს მოვახდინეთ პროექტის  ფარგლებში შექმნილი  ბლოგის პრეზენტაცია. ვფიქრობ, აღნიშნული  თემით დაინტერესებული ადამიანებისათვის საინტერესო  საგანმანათლებლო  ბლოგი  შეიქმნა.

No comments:

Post a Comment