გლდანის ისტორია

  რაიონის  ისტორია

გლდანი (ძველი სახელწოდება — გრდანი) — სოფელი, დღესდღეობით შედის თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მდებარეობს საგურამოს ქედის სამხრეთ კალთის ძირშიმცხეთიდან 15 კილომეტრზე და განლაგებულია მდ. გლდანის წყლის ორივე ნაპირზე
 ისტორიულ წყაროებში გლდანი პირველად მოხსენიებულია თამარ მეფის ისტორიკოსის ბასილი ეზოსმოძღვრის თხზულებაში ‘’ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი’’. ამის შემდეგ სახელწოდება გლდანი არაერთ წყაროშია მოხსენიებული. XVIII საუკუნის ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი რამდენჯერმე მოიხსენიებს ამ დასახლებულ პუნქტს  ‘’გრდანის’’ სახელწოდებით. ადგილობრივ მოსახლეობაში შემორჩენილ თქმულებათა შორის ერთერთის  მიხედვით ვახტანგ მეექვსის ლაშქარმა გლდანთან დაამარცხა ლეკების ლაშქარი და იქვე მდებარე ‘’წვეტიან ქვასთან’’ მოკლა ლეკების სარდალი გალდანი, რის შემდეგაც ამ დასახლებას გალდანი უწოდეს,რომელიც შემდეგ გლდანის სახელით შეიცვალა. თუმცა აღსანიშნავია,რომ თვით ფაქტი და მოვლენა სახელწოდების წარმოშობის დაკავშირებაზე ყოვლად გაუმართლებელია,რადგან ეპოქები ერთმანეთს არ ემთხვევა.
სახელწოდების თავდაპირველი ფორმა უნდა ყოფილიყო გარდანიგარდანი ნიშნავს გარდამავალს - მთისა და ბარის თავშეყრის ადგილსსწორედ მთასა და ბარს შორის გარდამავალ ზონაში მდებარეობს გლდანისახელწოდება გარდანიდან ჯერ ამოვარდნილა პირველი ხმოვანი ,შემდეგ  ქცეულა-დ და საბოლოოდ გლდანის სახელით გარდაქმნილა. 


No comments:

Post a Comment